თბილისში, ჭავჭავაძის N54-ში მდებარე „პროკრედიტ ბანკი“ დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.