დღეს გამთენიისას, ზუბალაშვილების ქუჩაზე მხუთავი გაზის გაჟონვის შედეგად 90 წლის ნათელა შონია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი პირველად შვილიშვილმა ნახა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სასწარაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვის მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი საშუალება გახდა.