რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია “საქართველოს” სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 11 საათზე განახლდება. სარჩელი სამოქალაქო კოდექსის იმ პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, რომელზე დაყრდნობითაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე განჩინება გამოიტანა. დღეს პირველი კოლეგიის წევრები შეკითხვებს მოპასუხე მხარეს, პარლამეტს დაუსვამენ და მათ არგუმენტებს მოისმენენ, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საბოლოოდ კი მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა სარჩელს წარმოებაში.