დღეიდან, ბუნებრივი აირით ბორჯომის რაიონის სოფელ ტბის მოსახლეობაც ისარგებლებს. სოფელში პირველი გაზქურა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა აანთო.
საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში უნებრივი აირით 130 აბონენტი ისარგებლებს.
სოფელ ტბის გაზიფიცირება 2009 წლის 9 სექტემბერს დაიწყო და პროექტის ფარგლებში "იტერა-საქართველომ" 2,5 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი ააშენა.
ბორჯომის რაიონში უკვე დასრულებულია სოფლების: მზეთამზე (150 აბონენტი), რველის (250 აბონენტი), წაღვერის (700 აბონენტი), ვარდგინეთის (702 აბონენტი) და ახალდაბის მეორე ნაწილის (300 აბონენტი) გაზიფიცირება.
დღეისათვის კომპანია "იტერა - საქართველო" გაზმომარაგებას ბორჯომის რაიონის თითქმის ყველა სოფელში ახორციელებს.