ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა რუსთავი 2-ის მართვის უფლებამოსილება ცალმხრივად გადასცეს კომპანის გენერალური დირე ექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს.
როგორც დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტი დამტკიცებულია ნოტარიუსთან და გატარებულია საჯარო რეესტრში.
საყევარიშვილი და დვალი მიიჩნევენ, რომ კომპანიის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია რომ კომპანიამ არ განიცადის ფინანსური ზიანი და მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ცალმხრივად.