ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველო რუსულ გაზზე არაა დამოკიდებული და მთავრობა მუშაობს, რათა ქართულ ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლები თურქმენეთი და ირანი შემოვიდნენ. "საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან ჩვენ სხვა წყაროები გვაქვს, 2019 წელს შემოდის ახალი პროექტი, შაჰდენიზის მეორე ბაზა, რომელიც სრულდება და აქედან კიდევ დამატებით მოცულობებს მივიღებთ. ჩვენ, რა თმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შემოვიყვანოთ სხვა ალტერნატიული მომწოდებლები, როგორიცაა თურქმენეთი, ირანი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა კახი კალაძემ.