"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი მონასტერში იმყოფება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ ფრიდონ დოჩიამ განუცხადა.
"ჩემი ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილი შვილთან ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება",- განაცხადა დოჩიამ, თუმცა რომელ მონასტერში არ განუმარტავს.
"მხოლოდ ამ ინფორმაციით შემოვიფარგლები და დამატებით გეტყვით იმას, რომ მონასტერი, რომელშიც მალხაზ გულაშვილი იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს", - განუმარტა დოჩიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია კავკასიაში 8 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ არავის უნახავს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.