კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრის კახა ბექაურის განცხადებით მოსამართლის ჩანაწერი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ობიექტური რეპორტაჟების შესახებ არასწორია, თუმცა ის ცენზურად ვერ აღიქმება. ამის შესახებ ბექაურმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„მოსამართლეს არ უნდა ჩაეწერა ობიექტურ რეპორტაჟზე, მიმაჩნია რომ ეს არის ცუდი, მაგრამ ეს არ არის ცენზურა. მარტო ეს ორი სიტყვა ცენზურა არ არის, რადგან ეს სიტყვები მთელს მსჯელობაშია მოყვანილი. ამ ორი სიტყვის გამო არ არის ის გადაწყვეტილება მიღებული. ობიექტური რეპორტაჟი ბუნებაში არ არსებობს,“ - განაცხადა კახა ბექაურმა.