ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დააკავა.
გამოძიების ინფორმაცით, ის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-15 დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ ბარათს.ა
ამის სანაცვლოდაც მან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7 ათასი ლარი.