ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. დიკითხებიან, თავად გელაშვილი, მეგი ლომიძე, რომელიც ასევე დაზარალდა აღნიშნული ინციდენტის დროს და დაცვის თანამშრომელი. გელაშვილის უფლებების დამცველი ბრალდებული პირების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ადვოკატი ზიანის ანაზღაურების შესახებ საქალაქო სასამართლოში მორიგ სარჩელს შეიტანს. ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი თავდასხმის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ყოფილ პრეზიდენტს დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.