განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას, დღეს გახდება ცნობილი. პარლამენტი პირველი კოლეგიის თავმჯდომარის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის, მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს, იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2–ის მიმართ მიკერძოებულნი იქნებიან. “ამის ერთ-ერთ საფუძვლად შეიძლება იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა ნიკა გვარამისთან,”- აღნიშნულია განცხადებაში.