საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსს და მის მრჩევლებს - ქრისტინა მარდიროსსიანს, ოლენა პეტსუნსა და ჟილ ბრუილს - შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სუს-იდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა 2015 წლის აგვისტოში განხორციელებული რეფორმა მიმოიხილეს, რომლის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა.
ევროპის საბჭოს დელეგაცია, ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში, ახორციელებს შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.