დღეს, 11 მაისს, 16:00 საათზე, ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ვაშაძესთან ერთად საჯარო რეესტრის ვაკის განყოფილებას ესტუმრება (აბაშიძის 68). ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
ბარამიძეEაიღებს ბიომეტრიულ პასპორტს, რაც ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ბიომეტრიული პასპორტი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გამარტივებული წესით მიღებაში დაეხმარება და მომავალში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
11 მაისს, 17:30 საათზე ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე შეხვდება ევროკავშირის სპეციალურ წარმოამდგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების. შეხვედრა გაიმართება მთავრობის კანცელარიაში, VIII სართულზე.