დღეს, 11 მაისს, 15:00 საათზე, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პირველი ქართველი ფოტოხელოვანის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის, ალექსანდრე როინაშვილის საფლავთან, კეთილი ნების საერთაშორისო კავშირ "სოლიდარობის" ჟურნალისტთა ჯგუფის წევრები ჩაატარებენ საგანგებო ბრიფინგს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "სოლიდარობიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გადახდილი იქნება ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.