ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს არ განახორციელონ დაუგეგმავი ტრანსფერები და ისეთი პროექტები, რომლებიც არჩევნებამდე დაგეგმილი არ იყო. ამის შესახებ დღეს ზურაბ ხარატიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც არცევნებზე ადმინისტრაციული რესურსის არ გამოყენებას ეხებოდა.
მისი თქმით, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა და სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში საბიუჯეტო დანაზოგების გამოყენების შესძლებლობა გაჩნდა.
"ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ მისის გამოყენება საარჩვენო კოდექსს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, მხოლოდ იმ დანახარჯების განხორციელებაა შესაძლებელი, რომელიც არჩევნებამდე იყო დაგეგმილი", _ განაცხადა ხარატიშვილმა.
ცესკოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტის თაობაზე, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადი შეიტანა, თუმცა, ხარატიშვილის თქმით, კომისიის მიერ ყველა ფაქტი გადამოწმდება.