საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიისგან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას გამორიცხავს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სირიაში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
"ეჭვიც არ გავპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველა შანს იყენებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების კუთხით რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს, თუმცა სირიასთან მიმართებაში ეს საშიშროება არ დგას. საქართველოს ამ ქვეყანასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს საგრეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტის დროსაც დადასტურდა. სირია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც საკმაოდ კარგი პერსპექტივებია", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სირიაში ვიზიტს გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით მედევედევის თავის სირიელ კოლეგასთან, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხებსაც განიხილავს.