14 მაისს თბილისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარები ესტუმრებიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები თბილისში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა პირველ მოადგილეს გიგა ბოკერიას შეხვდებიან, სადაც მხარები 8 ივნის ჟენევის მოლაპარაკებზე განსახილველ საკითხებს შეათანხმებენ.
ამასთან, კალანდაძის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცხინვალს და სოხუმსაც ეწვევიან.
"ჟენევის მოლაპარაკებებს ქართული მხარე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ რამე გარღვევა მა კუთხით არ ყოფილა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დადებით შედეგს მაინც გამოიღებს", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-11 რაინდი ჟენევაში 8 ივნისს გაიმართება.