ხვალ, 11 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებას და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობაზე საკმაოდ მწვავე კამათი გაიმართა, რომლის დროსაც რუსეთის წარმომადგენლები უცნაური განცხადებით გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნულ საკითხებზე დებატები ხვალ, ევროსაბჭოს მინიტერიალზეც გაიმართება, სადაც ქართული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებითYთავის პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ხვალ, მინისტრიალაზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია უხელმძღვანელებს.