დღეს, 10 მაისს, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მაგისტრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტორო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად არის სავალდებულო.
რეგისტრაციის გავლა ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში არის შესაძლებელი. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
სახელმწიფომ პრიორიტეტული სფეროები განსაზღვრა, რომელთა დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო. ესენია: ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები, სამართალი, საინჟინრო საქმე, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული მეცნიერებები, მათემატიკა და სიანოფრმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება და ჯანდაცვა.
საერთო სამაგისტრო გამოცდა მიმდინარე წლის ივლისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება.