"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა.
ალასანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მეწარმეებს "მათი ინტერესების" დაცვას დაპირდა.
"ჩემი ამოცანა იქნება მეწარმეების ინტერესების დაცვა, რადგან თუ მცირე და საშუალო ბიზნესი არ განვითარდა, ისე ქვეყანაში საშუალო ფენა არ შეიქმნება. სამუშაო ადგილები სწორედ ამ კუთხით უნდა შევქმნათ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსს" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკუთარი ხედვა პროექტის სახით უკვე ჩამოყალიბებული აქვს.