ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით გორის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს საკვები პროდუქტები დაურიგდებათ.
ამის შესახებ გორის საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეკრებილ ადგილობრივ ვეტერანებს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენებმა განუცხადეს.
დღესვე, მათ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ავალიანმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით მისალოცი ბარათები და საიუბილეო მედლები გადასცა.
გორის საბრძოლო დიდების მუზეუმთან ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ანსამბლ "გორის'' მიერ შესრულებული ხალხური სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა.
გორში სელ 150-მდე ვეტერანი ცხოვრობს. მათ პატივსაცემად საღამოს საზეიმო ვახშამიც გაიმართება.