მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 9 მაისთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ აღლუმს არ დასწრებია.
არსებული ინფორმაციით, მას შესაბამისი მოსაწვევი არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ნოღაიდელისგან განსხვავებით, რუსეთის დედაქალაქში გამართულ გრანდიოზულ აღლუმს ესწრებოდა კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე. ის ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით პირადად ვლადიმერ პუტინის მიწვევით იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელი და ბურჯანაძე მოსკოვში 7 მაისს გაემგზავრნენ.
ამ დროისთვის, რუსეთის დედაქალაქში, ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი დასრულებულია.