დღეს, საღამოს, დედაქალაქის მერია ქართველ ვეტერანებს რესტორანში დაპატიჟებს.
შესაბამისი მიპატიჟება ქართველმა ვეტერანებმა თბილისის მთავრობის ხელმძღვანელებისგან ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკში მიიღეს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი უკვე მიულოცა დედაქალაქის მერმა და მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ.
აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. გამოვლინდა უხუცესი ვეტერანი, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადაეცა. სხვადასხვა პრიზი მიიღო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანმაც.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება.
არსებული მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე ვეტერანი და 12 ათასამდე მათათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.