"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქართველ ვეტერანებს "მეტ ზრუნვასა და დაფასებას" ჰპირდება.
"ვეტერანებს სჭირდებათ ბევრად დიდი თანადგომა, მეტი ზრუნვა და ეს შეკრება, ის დღეა, როცა ჩვენ მათ ამ თანადგომას ვუცხადებთ. ვპირდებით, რომ ისინი იქნებიან ბევრად დაფასებულები და მათზე ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაკის პარკში მისულმა ალასანიამ, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველ ვეტერანებს მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება.
არსებული მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე ვეტერანი და 12 ათასამდე მათათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.