ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოდან "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი მიიღებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს, ქვეყნის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთის დედაქალაქში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება, თუმცა ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ არის.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ნოღაიდელი საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ რიგ შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა გუშინ, 8 მაისს. "დიდების მემორიალის" მშენებლობის დაწყებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც საფუძველი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჩაუყარა.
საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ექს-ხელმძღვანელები რუსეთში 7 მაისს გაემგზავრნენ.