გარკვეული შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ამ ვითარებას, აცხადებს გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ნილს სკოტის განცხადებით გაეროს ელჩი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. ეს საკითხი ფართოდ განიხილება. ჩვენ დაველოდებით შედეგს და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ამ ვითარებას," - განაცხადა ნილს სკოტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.