საცხოვრებელი ფართები კიდევ 28 დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება ამჯერად ნინოშვილის 57-
ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხებათ.
აღნიშნულის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებს დღეს პირადად აცნობა.
ნინოშვილის 57 ნომერში განთავსებულ შენობაში უკვე წლებია 150-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა სოხუმიდან და ოჩამჩირიდანაა.
"ამიერიდან ისინი შიშის გარეშე იცხოვრებენ", - განაცხადა სუბელიანმა.