დღეს, 9 მაისს 11:00 საათზე, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონთან", საერთაშორისო-საზოგადოებრივი მოძრაობის " Hash House Harriers " წევრები შეიკრიბებიან. კლუბის წევრები ტრადიციულად წითელი ფორმის ტანსაცმლით ქალაქის ცენტრში იმოძრავებენ და ხვალინდელ დღეს ტრადიციულად ფორმებით აღნიშნავენ.
აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას. Dდიდი ბრიტანეთის საელჩო სტუმრებს ასევე ამერიკიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან ელოდება.
" Hash House Harriers " საზოგადოებრივ მოძრაობას საფუძველი 1938 წელს ჩაეყარა და ის ტრადიციულას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, სადაც კლუბის აქტივისტები აუცილებლად წითელი ფერის ტანსაცმელში უნდა იყვნენ გამოწყობილები.
" Hash House Harriers " აქტივისტებმა მსგავსი სახის ღონისძიება თბილისში შარშან აგვისტოში გამართეს და ის კულტურულ-ტრადიციულ ხასიათს ატარებს.