დღეს, 9 მაისს, 13 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს მიულოცავს და რესტორან "კრწანისში" პირადად უმასპინძლებს.
აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის საზეიმო ვითარებაში დაუკრავს ცოცხალი ბენდი, ასევე მათთვის იმღერებენ ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე და ელენე ფოჩხუა.
საღამოს სპონსორები არიან: რესტორანი "კრწანისი", "ნატახტარი" და "ბაგრატიონი".