აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ხვალ, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს 9 მაისს მიულოცავს და რესტორან "კრწანისში" პირადად უმასპინძლებს.
აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის საზეიმო ვითარებაში დაუკრავს ცოცხალი ბენდი, ასევე მათთვის იმღერებენ ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე და ელენე ფოჩხუა.
საღამოს სპონსორები არიან: რესტორანი "კრწანისი", "ნატახტარი" და "ბაგრატიონი".
ღონისძიება, 13:30 საათზე დაიწყება.