საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ხელისფლებას მოუწოდებს წუხელ, ტელეკომპანია "კავკასიასთან" მომხდარი ფაქტი გამოიძიოს.
როგორც სახალხო დაცველმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარის შედეგად დაირღვა როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების უფლება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების თავისუფლება.
"გარდა ამისა, დაპირისპირების შედეგად ადგილი ჰყონდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარვევას. აღმაშოფეთებია. რომ ასეთი დაპისიპირების მსხვერპლნი გახდენენ ჟურნალისტები", - განაცხადა ტუღუშმა.
მისი თქმით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ სახალხო დამცველი არაერთხელ აღნიშნავდა თავის ნაგარიშებში და მიუთითებდა სხვადასხვა შეუწყნარებლობის გამოვლინებებსა და კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არც ერთი პირი არ დასჯილა.
იგი მოუწოდებს მხარეებს დიალოგის გზით მოაგვარონ არსებული პრობლემა.