პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პრესის საშუალებით არ უნდა ესაუბრებოდეს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენ“-ს ტყემალაძემ განუცხადა, ქვეყნის პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით უსუფაშვილს ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს და არა მიკროფონით.
„პრეზიდენტი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პრესის, მიკროფონის და პრესკონფერენციის საშუალებით არ უნდა ელაპარაკებოდეს. მან ყურმილი უნდა აიღოს და მათ უთხრას, მე თქვენთან შეხვედრა მინდა, აქ მობრძანდით, ან მოვალ და სად მოვიდე, სად შევხვდეთ. როგორ შეიძლება, პრესკონფერენციებით იმის განცხადება, რომ მას პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურს? - პრეზიდენტი ხარ, კაცო. გინდა და დაურეკე და შეხვდი!“, - დასძინა ტყემალაძემ.