საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ,,განსხვავებულ აქცენტებში” გუშინ გამოქვეყნებულ მასალას facebook-ში ქხმიანება და აცხადებს, რომ მხელისუფლების მთავარი ამოცანა ახლა არის წამებაში მონაწილე პირების სამაგალითოდ დასჯა.
„კარგი, რომც იყოს დადგმული ციხის კადრები ეს რას ნიშნავს? რომ გასული წლების დროს ციხეში წამება არ იყო? ან პოლიციელები და პროკურატურა არ ძალადობდა პოლიტიკურ აქტივისტებზე ან განსხვავებული აზრის ადამიანებს არ დევნიდნენ? საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმენებს არ ართმევდნენ ხოლმე წილებს და რიგით მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს? ეფექტური გამოძიების ჩატარება და წამებაში მონაწილე პირების სამაგალითოდ დასჯაა ახლა მთავარი ამოცანა დღევანდელი მთავრობისთვის (და არა საპროცესოების გაფორმება მათთვის).
ასევე იმათი დასჯა ვინც საცოდავი ადამიანების წამების კადრებს ავრცელებენ და მათ უფლებებს არღვევენ და მათ უზომო ტკივილს აყენებენ. ეს ყველაფერი საჭიროა. იმისთვის რომ ამ ქვეყანაში მსგავსი რამე აღარ განმეორდეს - თუ ვინმე ჩაიდენს ზუსტად იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება. ციხეში ნჯოების ალტერნატიული დამატებითი მონიტორინგია გასაკეთებელი და სამართალდამცავების მიერ დანაშაულის ჩადენის გამოსაძიებლად შსს-გან დამოუკიდებელი მექანიზმია შესაქმნელი. პოლიციაში და პროკურატურაში კი ძველი "მნიშვნელოვანი" გამოცდილების მქონე კადრების შენარჩუნებაც არ არის საჭირო. თორემ კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა და მონიტორინგის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შემაკავებელ მექანიზმს არ შექმნი“- წერს ეკა გიგაური.