საქართველოს საგარეო უწყების ინიცატივით, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს ვაკის პარში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ.
მათ საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდეც ერთხელ მიაგეს პატივი სამამულო ომში დაღუპულებს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამ ომში საქართველოდან 700 ათასი კაცი წავიდა, საიდანაც ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
ვაკის პარში სამამულო ომის ვეტერანებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც საგარეო საქმეთა მინისტრმა საჩუქრები გადასცა.