მედიის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად, ამის შესახებ საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ვიზიტად მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და აფასებს მათ პროგრესს სხვადასხვა სფეროში. ეს არის სამხედრო რეფორმები. მეორე კი დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმები - ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრობისთვის იღწვიან. მედიის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად, ასევე ორმხრივი პოლიტიკური გარემო, რომელშიც ხელისუფლება მისი ყველა შტოდან, ოპოზიცია ერთად მუშაობენ. ჩვენ ვიზიარებთ ამ პრინციპებს და დარწმუნებული ვარ, ისინი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც," - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.