პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, არანაირი ძალადობა არ შეიძლება წახალისებული იყოს და წახალისებული არც არის, მაგრამ თუკი სადმე რაიმე ხდება, ამას ყურადღება სათანადო სამსახურებმა უნდა მიაქციონ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უსუფაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ უკრაინული მედიით გამოქვეყნებული მასალა გახდა, "ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო".
უსუფაშვილის თქმით, ის სადმე დარეკვისაგან და იმის გარკვევისგან თავს შეიკავებს, რას იძიებენ და რატომ იძიებენ.
„დარწმუნებული ვარ, თუ მსგავსს გამოძიებას საფუძვლად უდევს დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება. ეს რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია გამოძიება და სასამართლოს წარმართვა გამჭვირველე იყოს და არავის უფლება არ დაირღვეს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არავის უფლება არ ირღვევა“, - მიმართა ნაციონალებს უსუფაშვილმა.
უშიშროების სამსახურმა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.