კავშირი "ჟურნალისტები-სიტყვის თავისუფლებისთვის" დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად გმობს.
"ჩვენი აზრით, ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობა"- ნათქვამია კავშირშის მიერ ტელეკომპანია "კავკასიასთან" მომხდარ ფაქტთან დაკაშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
კავშირი "ჟურნალისტები-სიტყვის თავისუფლებისთვის" სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია "კავკასიას" და მიმართავს ყველას - ნუ ჩაერევიან დამოუკიდებელი მედია-საშუალებების საქმიანობაში.
ამასთან, კავშირი მოუწოდებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს გამოეხმაურონ აღნიშნულ ინციდენტს და საკუთარი პოზიცია გამოხატონ.
ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გუშინ, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" ირგვლივ გამართული დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება ხდებოდა, როგორც სტუდიაში, ასევე შენობის გარეთაც, სადაც "მმართლმადიდებლ მშობელთა კავშირის" და "სახალხო მმართლმადიდბებელი მოძრაობის" წევრები იყვნენ შეკრებილი. ამ დროისთვის მოძრაობის რვა წევრი დაკავებულია.