ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, თუ ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტს არ უნდა დაელაპარაკონ, ის აუკრძალავს ყველას მასთან საუბარს.
ყოფილი პრემიერის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას განაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ქვეყანაში არსებული ვითარება სწორად შეაფასა.
"ერთი ადამიანი მართავს ყველაფერს. მისია მთავრობა, მისია პარლამენტიც. თუ ის თვლის, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტს არ უდნა დაელაპარაკონ ის აუკრძალავს ყველას მასთან საუბარს. პრეზიდენტი არის ამ ვითარებაში ერთადერთი, რომელმაც დაინახა პრობლემა ხელისუფლებიდან. ყველა დანარჩენი არის ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი ივანიშვილის პოზიციის გამხმოვანებელი,"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, შაბათის ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწვავედ გააკრიტიკა.