შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას მთავრობის წევრები განცხადებას აკეთებენ. ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა მოწოდებების შემცველი განცხადებები ტელეკომპანია რუსთავი 2-დანაც ისმის.
"ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც რუსთავი 2 -ში მუშაობს და ასევე ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებული იქნას თავიდან ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელწმიფომ, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", - აცხადებს კახა კალაძე.
მედიაში გავრცელებული მასალები, რომელზეც ძალოვანი უწყებები სავარაუდოდ თავის განცხადებებში საუბრობენ - ე.წ. უკრაინული ვიკილიქსია. ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.
ახალ სტატიაში, რუსულმა ვებგვერდმა გუშინ გამოაქვეყნა, გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგემბა რუსთვი 2-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი.
მასალა, რომელიც ამ დრომდე, სულ 6 ათასმა ადამიანმა ნახა, მალევე თარგმნეს და გაავრცელეს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა.