ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან, განაცხადა შსს-ს მიერ 315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ.
"ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის ბოდვა, ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ", - განაცხადა ბოკერიამ.
მედიაში გავრცელებული მასალები, რომელზეც ძალოვანი უწყებები სავარაუდოდ თავის განცხადებებში საუბრობენ - ე.წ. უკრაინული ვიკილიქსია. ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.
ახალ სტატიაში, რუსულმა ვებგვერდმა გუშინ გამოაქვეყნა, გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგემბა რუსთვი 2-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი.
მასალა, რომელიც ამ დრომდე, სულ 6 ათასმა ადამიანმა ნახა, მალევე თარგმნეს და გაავრცელეს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა.