წყალტუბოში, სანატაროულ "გეოლოგში" მცხობვრებ დევნილებს დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი შეხვდა.
სუბელიანმა სანატორიუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშოების ფარგლებში, რომელიც ორ კვირაში დასრულდება, სანატორიუმის გადაიხურება, გამოიცვლება საკანალიზაციო სისტემა და მოწესრიგდება წყალმომარაგების საკითხი.
სულ წყალტუმოში 16 ობიექტის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 175 ათასი ლარი გამოიყო. წყალტუბოში სულ 3 ათასმდე დევნილი ცხოვრობს.