ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად, თავისივე თანამოქალაქეების მიმართ ლინჩის წესით ანგარიშსწორება დაანონსა.
პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებების შეფასებისას მან განაცხადა, რომ მარგველაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი კონსტიტუციური მოვალეობა, რომ იქმნება კონსტიტუციური სივრციდან გასვლის რისკი, მან კონსტიტუციურ ფარგლებში ყველაფრის დაბრუნება უზრუნველყოს,"-განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, უცნაური იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება.
"რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური განცხადებები პრემიერის მხრიდან, როდესაც ის აცხადებდა, რომ ეს ხალხი მარტო ხელისუფლებისგან კი არ მიიღებს პასუხს, აგრეთვე ხალხისგანაც. ფაქტობრივად, მან ხალხის მხრიდან თავისივე თანამოქალაქეების მიმართ ლინჩის წესით ანგარიშსწორება დაანონსა,"-განაცხადა გია ხუხაშვილმა.