"სახალხო მართლმადიდებელთა მოძრაობის" წევრები პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან.
ისინი იმ წევრების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც გუშინ საღამოს, ტელეკომპანია ”კავკასიასთან” მომხდარი ჩხუბის დროს დააკავეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სულ მოძრაობის 8 წევრია დაკავებული, გუშინ კი, მათი რიცხვი 18-ს შეადგენდა.
მისი შეფასებით, რაც გუშინ ტელეკომპანია "კავკასიასთან" მოხდა, "თავისულების ინსტიტუტეს" მხირდან დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებამდე დაშლას არ აპირებენ.
ტელეკომპანია "კვაკასიაში" ერეკლე დეისაძის წიგნთან "საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით გამართული დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბი მიმდინარეობდა, როგორც სტურიაში ასევე შენობის გარეთაც, სადაც "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის", ასევე ~სახალხო მმრთლმადიდებელთა მოძრაობის~ წევრები და სტუდენტები იყვნენ შეკრებილი. დაშავდა არეულობის რამდენიმე მონაწილე და ასევე "კავკასიის" დირექტორი დავით აქუბარდია.