ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ერეკლე დეისაძის წიგნთან "საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით გამართულ დეპატებს ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დებატებში მონაწილე ერთმა მხარემ სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა.
სტუდიაში სტუმრად მალხაზ გულაშვილი, ლევან ჩიჩუა, ნანა დევდარიანი, ნინო ზურიაშვილი, ასევე სერგო რატიანი იმყოფებოდნენ.
შენობის გარეთ კი, სახალხო მმართლმადიდბელი მოძრაობის, მმართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და სტუდენტები იმყოფებოდნენ.
გარეთ ხელჩართული ჩხუბი მოხდა, არეულობის მონაწილეთა ერთი ნაწილი ტელეკომპანიაში შეჭრასაც ცდილობდა.
ჩხუბის დროს დაშავდა ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი დავით აქუბარდია და ასევე რამდენიმე მონაწილე.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია "კავკასიას" და გმობს ყველანაირ ძალადობასა და შეურაცხყოფას ჟურნალისტების მიმართ.
"ჯი-ეიჩ-ენი" მოუოწდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას თავი შეიკავონ მედიაზე თავდასხმებისაგან.