ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობების, ნარკოტიკების გავრცელების, ურწმუნოების, უზნეობისა და გარყვნილების პროპაგანდის დამკვეთნი და შემსრულებელნი საკუთარ თავს შეჩვენებას უწესებენ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიაქრო წმინდა სინოდის სხდომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, წმიდა სინოდზე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას.
წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ "ქვეყანას ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა. ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს, _ შეჩვენებას"
"ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ", _ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.