საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით შედგა წმიდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, 7 მაისს გამართულ სხდომაზე წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებები 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს.
გადაწყდა, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის 14 ოქტომბრამდე ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.