"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ,,გონებადაკარგული პრემიერისგან განსხვავებით პრეზიდენტი აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს იმ მწვავე სიტუაციას, რომელიც ახლა ქვეყანაშია”.
პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კმაყოფილია ამ შეხვედრით, რადგან პრეზიდენტს სიტუაციის სწორი აღქმა აქვს.
ნადირაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემდეგ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, შეუძლებელია.
"ჩვენ გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება, მაგრამ ვიმეორებ, რომ წითელი ხაზი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს არის სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება, "რუსთავი 2"-ის იმ ფორმით შენარჩუნება, როგორც დღეს არის. ეს არის აბსოლუტურად წითელი ხაზი და ამ ხაზების გადაკვეთის შემდეგ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, ცხადია, ჩვენ ქვეყანაში ვერ იქნება, რადგან პრემიერის, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ არის მოწოდებული, რომ უნდა განადგურდეს ქვეყანაში ოპოზიციური აზრი, ოპოზიციაც და თავისუფალი სიტყვაც", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სერგო რატიანი, გიგა ბოკერია და ხათუნა გოგორიშვილი.