საპატრიაქროში გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით შედგა, სინოდმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს ეკლესიის ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის არ გამოიყენონ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიაქოდან აცნობეს.
"ვინაიდან ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა, წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის", - აღინიშნა წმინდა სინოდის სხდომაზე.
წმიდა სინოდმა 7 მაისს გამართულ სხდომაზე ასევე სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას.
ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.