,,მე ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა ბარიკადებზე დგომა მოგვიწიოს”, - ამის შესახებ ნონო ჯანგირაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, აშკარაა, რომ სიტუაცია ესკალაციამდე მიდის.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს. ვინც დღეს ვერ ხვდება, რომ სიტუაცია შეიძლება ესკალაციამდე წავიდეს, ძალიან ახლო მხედველია ან სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს. ვიღაცამ შეიძლება პრეზიდენტის განცხადება აღიქვა, როგორც სასამართლოში ჩარევა, მეც სასამართლოს მივმართავ, როდესაც საქმე მედიას ეხება, ყველაფერი უნდა მოხდეს, რომ არანაირი ეჭვი არ დარჩეს, რომ აქ არის მიკერძოება. ითხოვს რუსთავი 2-3 მოსამართლეს, იყოს სამი მოსამართლე, ითხოვს ურთმელიძემ აცილებას, აიცილოს საქმე ურთმელიძემ. მე ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა ბარიკადებზე დგომა მოგვიწიოს, ამაში მოგებული არავინ დარჩება, არც ხელისუფლება,"-განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მედიის მოთვინიერებას.
"გული მწყდება, რომ ხელისულება რომლის მოყვანაშიც მეც შევიტანე წვლილი, ამას ვერ აცნობიერებს,"-განაცხადა ჯანგირაშვილმა.