ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს, პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი აზრი გამოხატა და არა მოწოდება.
როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კორძაიამ განუცხადა, პირველ რიგში, კონსტიტუციური წესრიგი იმას გულისხმობს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არსებობს.
„ამ დანაწილების პრინციპის ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთის საქმიანობაში არ ჩავერიოთ და ერთმანეთს არ მოვუწოდოთ, ვინ რა გააკეთოს. ეს სწორედ ამ წესრიგის დარღვევის გამოვლინებაა. იმის მიუხედავად, რომ პოლიტოკოსები ვართ და გამოხატვის თავისუფლების ფართო შესაძლებლობები გვაქვს, თვითშეზღუდვა არსებობს და იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა ვილაპარაკოთ, რაც იმ პოზიციაში გვაქვს, რომელიც გვაქვს. დღეს, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი აზრი გამოხატა და არა - მოწოდება, მაგრამ მე აზრს ასე არ გამოვხატავდი“, - განაცხადა კორძაიამ.